მარკეტა გრეგოროვა - დემოკრატიული პროცესები თუ გატარდება, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს, ოლიგარქი თუ ჯგუფი ოლიგარქების, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთ ადამიანზე, საუბარია სისტემაზე
მარკეტა გრეგოროვა - დემოკრატიული პროცესები თუ გატარდება, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს, ოლიგარქი თუ ჯგუფი ოლიგარქების, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთ ადამიანზე, საუბარია სისტემაზე

პირველ ყოვლისა, 12 პუნქტი ძალიან ამბიციურია, ვფიქრობ; თუ ისინი შესრულდება, მაშინ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ საქართველოს მიანიჭონ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი; ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ პროცესს, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ევროპარლამენტარის თქმით, სისტემა თუ გამართულია, ვერც ერთი ინდივიდი ვერ შეძლებს მის ბოროტად გამოყენებას.

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ყოველთვის ვამბობ, რომ სისტემა თუ გამართულია, ვერც ერთი ინდივიდი ვერ შეძლებს მის ბოროტად გამოყენებას. თუ დემოკრატიული პროცესები იქნება გატარებული, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს, ოლიგარქი თუ ჯგუფი ოლიგარქების, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთ ადამიანზე, არამედ საუბარია სისტემაზე, რადგანაც ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენი დემოკრატიის ბოროტად გამოყენებას შეეცდება და უნდა დაიცვათ თქვენი დემოკრატია“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.