„მარკამ“ ლა ლიგის იმედგაცრუებათა ნაკრები შეადგინა

19:08, 07.01.2020

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ წარმოადგინა ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის პირველი ნახევრის იმედგაცრუებათა ნაკრები.

ამ გუნდში მოხვდა მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი ჟოაო ფელიქსი, რომელშიც ესპანურმა კლუბმა „ბენფიკას“ 126 მილიონი ევრო გადაუხადა.

სრულად ეს ანტი-სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

ლუნინი (ვალიადოლიდი), ტიბოდო, ფირპო (ორივე – ბარსელონა), კალერო (ესპანიოლი), რონი ლოპესი (სევილია), დენის სუარესი (სელტა), მარკოს ლორენტე, ჟოაო ფელიქსი (ორივე – ატლეტიკო), იოვიჩი (რეალი), ლუკ დე იონგი (სევილია), ბორხა იგლესიასი (ბეტისი).

მსგავსი