მადრიდის „რეალის“ შემტევს გარეტ ბეილსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს შორის ისევ დაიძაბა ურთიერთობა, – დაწერა ესპანურმა გაზეთმა „მარკამ”.
აღნიშნავენ, რომ ფრანგი სპეციალისტი უელსელის ვარჯიშებზე მუშაობით უკმაყოფილოა.
წყაროს ცნობით, ბეილმა დაზიანების გამო გამოტოვა „ვალიადოლიდთან” მატჩი, მაგრამ ფეხბურთელის არყოფნა მომდევნო სამ მატჩში „სარაგოსასთან”, „ატლეტიკოსთან” და „სოსიედადთან” – ეს მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.
ადრე გახდა ცნობილი, რომ ბეილი არ დაელოდა თავისი გუნდის თამაშის დამთავრებას „სოსიედადთან” სათასო მატჩში და 82-ე წუთზე დატოვა მოედანი, როცა „რეალი” 1:4-ს აგებდა.