მარკ რუტემ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს – ჩვენ ველოდებით მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, კანონის უზენაესობის პატივისცემასა და უმცირესობების დაცვას
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუტე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მარკ რუტეს განცხადებით, ახლა რთული, მაგრამ იმედით სავსე პერიოდია მილიონობით ადამიანისთვის.
„ჩვენ ველოდებით მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, კანონის უზენაესობის პატივისცემასა და უმცირესობების დაცვას. რუსეთი და ირანი ასადის დანაშაულებრივ ქმედებებში თანამონაწილეები იყვნენ“, – წერს ნატო-ს გენერალური მდივანი.
Good to speak with @RTErdogan about #Syria. This is a moment of joy but also uncertainty for millions. We hope for a peaceful transition, respect for the rule of law & protection of minorities. #Russia & #Iran were complicit in the crimes of #Assad.
— Mark Rutte (@SecGenNATO) December 9, 2024