მარკ რუტე - ვაშინგტონის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის გზა ნატო-სკენ შეუქცევადია, ამავდროულად, აშშ-მა განაცხადა, რომ ჯერ ეწინააღმდეგება უკრაინის გაწევრიანებას
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება დამოკიდებულია წევრების კონსენსუსზე და არა რუსეთის პოზიციაზე.
„რუსეთს არ აქვს ხმის მიცემის ან ვეტოს უფლება იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს ნატო-ს წევრი, თუმცა ალიანსში გაწევრიანება მოითხოვს ერთსულოვნებას. ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის გზა ნატო-სკენ შეუქცევადია. ამავდროულად, რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ჯერჯერობით ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის გაწევრიანებას“, – აღნიშნა რუტემ.
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ კონტექსტში უკრაინას უნდა ჰქონდეს „საკმარისად საიმედო უსაფრთხოების გარანტიები“, რათა რუსეთმა აღარასდროს სცადოს მასზე თავდასხმა, თუ ნატო-ში გაწევრიანება არ განიხილება.