მარკ რუტე - უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, რომ ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ჯდომისას არასდროს ეცადოს უკრაინაზე კვლავ თავდასხმას
მარკ რუტე - უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, რომ ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ჯდომისას არასდროს ეცადოს უკრაინაზე კვლავ თავდასხმას

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ორი დონისგან იქნება შემდგარი. ამის შესახებ რუტემ უკრიანის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუტეს განმარტებით, უსაფრთხოების გარანტიების პირველი დონე იქნება სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებით; მეორე დონემ კი უნდა მოიცვას გარანტიები აშშ-ისა და ევროპული ქვეყნებისგან.

„უსაფრთხოების გარანტიების პირველი დონე სამშვიდობო შეთახმების შემდეგ გრძელვადიანი ცეცხლი შეწყვეტა ან ამ ორის კომბინაცია იქნება. პირველმა დონემ უნდა უზრუნველყოს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იყოს რაც შეიძლება ძლიერი, რათა დაიცვან ეს ამაყი ქვეყანა და ერი. მეორე დონე უნდა გულისხმობდეს უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებსაც ევროპა და აშშ უზრუნველყოფენ“, – განაცხადა რუტემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, გარანტიები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ რუსეთი აღარასდროს დაესხას თავს უკრაინას.

„როგორც იცით, ბუდაპეშტის მემორანდუმმა და მინსკის შეთანხმებებმა არ უზრუნველყო უსაფრთხოების გარანტიები. ამიტომ ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორი არ უნდა იყოს ისინი. ახლა ჩვენ ვმუშაობთ უკრაინასთან, ევროპელებთან და შეერთებულ შტატებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები იყოს ისეთი დონის, რომ ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ჯდომისას არასდროს ეცადოს უკრაინაზე კვლავ თავდასხმას“, – აღნშნა მარკ რუტემ.