მარკ რუტე - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად დაიღუპა და დაშავდა მილიონზე მეტი ადამიანი
2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შედეგად მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
როგორც რუტე ამბობს, ორივე მხარის ყოველკვირეული დანაკარგი დაღუპულებისა და დაჭრილების მხრივ შეადგენს ათი ათასზე მეტ სამხედროს.
„ბრიუსელიდან უკრაინამდე მიღწევა შესაძლებელია ერთ დღეში. ერთი დღე – სწორედ ესე ახლოს ცვივა რუსული ბომბები. ასე ახლოს დაფრინავენ ირანული უპილოტო საფრენი აპარატები და ძალიან ახლოს იბრძვიან ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები. ეს ომი ყოველდღიურად იწვევს უფრო და უფრო მეტ ნგრევას და სიკვდილს“, – თქვა რუტემ.
როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რუსეთი უკრაინის რუკიდან წაშლას და უსაფრთხოების არქიტექტურის ძირეულად შეცვლას ცდილობს.