მარკ რუტე - უკრაინაში ომი დასრულების შემდეგ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე არ გაქრება, რუსეთი დარჩება დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად ევროპასა და მსოფლიოში
მარკ რუტე - უკრაინაში ომი დასრულების შემდეგ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე არ გაქრება, რუსეთი დარჩება დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად ევროპასა და მსოფლიოში

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად დარჩება.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები დარჩება.

„ომი დასრულების შემდეგ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე არ გაქრება. უახლოს მომავალში რუსეთი დარჩება დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად ევროპასა და მსოფლიოში“,  – განაცხადა მარკ რუტემ ბუქარესტში გამართულ ფორუმზე უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას.

უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და საბრძოლო შესაძლებლობები აუცილებელია საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.

„გვჭირდება აღჭურვილობა, რეალური საბრძოლო შესაძლებლობები და, რა თქმა უნდა, მოწინავე ტექნოლოგიები, რადგან ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეები რეალური და ხანგრძლივია. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი ამ საფრთხის ყველაზე აშკარა მაგალითია“, – აღნიშნა მარკ რუტემ.