მარკ რუტე – თურქეთი უაღრესად მნიშვნელოვანია, მას ალიანსში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს, რომელიც უაღრესად კარგად არის აღჭურვილი და გაწვრთნილი
თურქეთი უაღრესად მნიშვნელოვანია, მას ალიანსში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს, რომელიც უაღრესად კარგად არის აღჭურვილი და გაწვრთნილი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თურქულ მედიასთან ინერვიუში განაცხადა.
მარკ რუტეს თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის უფრო ძლიერი ევროპა უფრო ძლიერი ნატო-ს ფარგლებში, რომლის მისაღწევად მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს თავდაცვის ინდუსტრიის წარმოება.
„თუმცა ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში. თურქეთი, რომელსაც სამხედრო ინდუსტრიის დაახლოებით 3 000 კომპანია აქვს, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ქვეყანაა. თუმცა ნატო-ს, საერთო სურათთან დაკავშირებით მეტი უნდა გავაკეთოთ, რადგან წარმოებისა და მიწოდების ვადები ჯერ კიდევ ძალიან ხანგრძლივია და ჩვენი წარმოების მოცულობა საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს“, – აღნიშნა მარკ რუტემ.