მარკ რუტე - შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ კიდევ ერთი საზარელი წლისთავი, უკრაინელები იმსახურებენ სამართლიან და მტკიცე მშვიდობას, მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა 
მარკ რუტე - შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ კიდევ ერთი საზარელი წლისთავი, უკრაინელები იმსახურებენ სამართლიან და მტკიცე მშვიდობას, მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა 

შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ კიდევ ერთი საზარელი წლისთავი, უკრაინა აგრძელებს რუსეთის აგრესიის შეკავებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა ვერ შეძლო პუტინის ამბიციების განხორციელება ბრძოლის ველზე.

„შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ კიდევ ერთი საზარელი წლისთავი. დაუნდობელი ომის ოთხი წელი. დღეს, და ყოველდღე, ჩვენ გვახსოვს, რა გადაიტანა უკრაინამ. ამავდროულად, პატივს მივაგებთ დაღუპულებსა და დაზარალებულებს და ვინარჩუნებთ იმედს ოთხწლიანი უწყვეტი წინააღმდეგობით შთაგონებულები. ნატო უკრაინის გვერდით იდგა დასაწყისიდანვე. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ და ვიდგებით ყველა გამოწვევის დროს. უკრაინა აგრძელებს რუსეთის აგრესიის შეკავებას, პუტინის პოზიციის მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო თავისი ამბიციების განხორციელება ბრძოლის ველზე. პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ სერიოზულადაა განწყობილი მშვიდობისადმი. პრეზიდენტი ტრამპი მკაფიო იყო თავიდანვე, რომ მას ომის დასრულება ახლა სურს. უკრაინელი ხალხი იმსახურებს სამართლიან და მტკიცე მშვიდობას. მათი უსაფრთხოება – ჩვენი უსაფრთხოებაა. ევროპაში ვერ იქნება ჭეშმარიტი მშვიდობა უკრაინაში რეალური მშვიდობის გარეშე. უკრაინაში კვლავ ანთია თავისუფლების ალი. დიდება უკრაინას!“ – განაცხადა მარკ რუტემ.