მარკ რუტე - რუსი პილოტები გამანადგურებლებს ვერ მართავენ და მათმა კაპიტნებმა არ იციან, როგორ ჩაუშვან ღუზა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ რუს პილოტებსა და მეზღვაურებს დასცინა.
„ნუ გადავაჭარბებთ იმას, რისი შესაძლებლობებიც რუსეთს აქვს. ჩვენ ვიცით, რომ მათი გამანადგურებლების პილოტები, როგორც ცნობილია, ვერ მართავენ ამ გამანადგურებლებს და მათმა კაპიტნებმა არ იციან, როგორ ჩაუშვან ღუზა“, – განაცხადა მარკ რუტემ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
რუტეს განცხადებას გამოეხმაურა რუსეთს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებები რუსი პილოტებისა და მეზღვაურების არაპროფესიონალიზმის შესახებ მიუთითებს, რომ მან მათ შესახებ არაფერი იცის.