მარკ რუტე - პუტინი უკრაინაში თუ წარმატებული იქნება, ეს იქ არ დასრულდება, ხალხი წუხს საკუთარ უსაფრთხოებაზე ამსტერდამში, ბერლინში, პარიზში
მარკ რუტე - პუტინი უკრაინაში თუ წარმატებული იქნება, ეს იქ არ დასრულდება, ხალხი წუხს საკუთარ უსაფრთხოებაზე ამსტერდამში, ბერლინში, პარიზში

პუტინი უკრაინაში თუ წარმატებული იქნება, ეს იქ არ დასრულდება, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.

ნიდერლანდების მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის მთავრობა ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-თან ერთად განიხილავს უკრაინისთვის „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს.

მარკ რუტეს განაცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის დაცვის აუცილებლობის საკითხს ბრაზილიის პრეზიდენტთან, ლუის ინასიო ლულა და სილვასთან შეხვედრისას განიხილავს, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი უკრაინელების შეიარაღების მიმართ.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ბრძოლაში. პუტინი უკრაინაში თუ წარმატებული იქნება, და მე არ ვფიქრობ, რომ ის იქნება, ეს იქ არ დასრულდება. ხალხი წუხს საკუთარ უსაფრთხოებაზე ამსტერდამში, ბერლინში, პარიზსა და ევროპაში“, – თქვა მარკ რუტემ.