მარკ რუტე - ნატო-ს მომავალთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ საკითხს როცა ეხება საქმე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ტრამპის ხელახლა არჩევამ დიდი როლი ითამაშა
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.
მისივე თქმით, ეს განწყობა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკავშირდება.
„ნატო-ს მომავალთან დაკავშირებულ უფრო ფუნდამენტურ საკითხს როდესაც ეხება საქმე, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი პრეზიდენტ ტრამპის გამო. მოდით, გადავხედოთ გასულ წელს მომხდარ მოვლენებს. ახლა უკვე მთელი ალიანსი გამოყოფს მშპ-ის 2%-ს თავდაცვაზე, მათ შორის უფრო დიდი ეკონომიკებიც, როგორებიცაა კანადა, ესპანეთი, ბელგია და იტალია, რომლებიც გასული წლის დასაწყისში ჯერ კიდევ ვერ აღწევდნენ 2%-ს. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის ხელახლა არჩევამ ამ პროცესში დიდი როლი ითამაშა“, – აღნიშნა მარკ რუტემ.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო ამჟამად ძალიან ძლიერია და ჰააგის ყველა გადაწყვეტილებას ახორციელებს.
„ანკარის სამიტი დიდ ყურადღებას დაუთმობს, რა თქმა უნდა, უკრაინას, მათ მაქსიმალურად ძლიერ მდგომარეობაში შენარჩუნებას, მაგრამ ასევე ყურადღებას გაამახვილებს კრიტიკულ შესაძლებლობებზე, რომელთა განვითარებაც გვჭირდება. ეს ნიშნავს ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის განვითარებასაც, რომელიც კარგია, მაგრამ საკმარისს არ აწარმოებს არც აშშ-ში და არც ევროპაში. ეს არის საერთო პრობლემა და მასზე ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა რუტემ.