მარკ რუტე - ნატო დიდი ხანია, აცხადებს, რომ არ შეიძლება, ირანს ჰქონდეს არც ბირთვული, არც სარაკეტო შესაძლებლობა, სწორედ ამ შესაძლებლობების განადგურებაა, რასაც ახლა აშშ აკეთებს
მარკ რუტე - ნატო დიდი ხანია, აცხადებს, რომ არ შეიძლება, ირანს ჰქონდეს არც ბირთვული, არც სარაკეტო შესაძლებლობა, სწორედ ამ შესაძლებლობების განადგურებაა, რასაც ახლა აშშ აკეთებს

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსი დიდი ხანია, აცნობიერებს ირანის სარაკეტო პროგრამით შექმნილ საფრთხეს.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ირანს უკვე აქვს შესაძლებლობები, რომლებიც „სულ უფრო საშიში ხდება მოკავშირეებისთვის“ და სწორედ ამ შესაძლებლობების განადგურებისკენაა მიმართული აშშ-ის ქმედებები.

„ნატო დიდი ხანია, აცხადებს, რომ ირანს, არ შეიძლება, ჰქონდეს არც ბირთვული და არც სარაკეტო შესაძლებლობა. სწორედ ამ შესაძლებლობების განადგურებაა, რასაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ამასთან, როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, ნატო მტკიცედ დგას ყველა მოკავშირის გვერდით.

„კარგი ამბავი ისაა, რომ ნატო მტკიცედ დგას ყველა მოკავშირის გვერდით. ჩვენ წარმატებით გავანეიტრალეთ თურქეთისკენ მიმართული ბალისტიკური რაკეტები სამ ცალკეულ შემთხვევაში“, – აღნიშნა მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატო-ს ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე.