მარკ რუტე - მიხარია, რომ საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს ნიშნავს, რომ ბევრი სამუშაო უკვე შესრულდა, თუმცა შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად მეტი სამუშაოა შესასრულებელი
მარკ რუტე - მიხარია, რომ საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს ნიშნავს, რომ ბევრი სამუშაო უკვე შესრულდა, თუმცა შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად მეტი სამუშაოა შესასრულებელი

მიხარია, რომ საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს ნიშნავს, რომ ბევრი სამუშაო უკვე შესრულდა, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა,  მარკ რუტემ განაცხადა.

როგორც რუტემ აღნიშნა, მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს მუშაობა და გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ბევრი სამუშაო უკვე შესრულდა, თუმცა ახლა კიდევ მეტი სამუშაოა შესასრულებელი შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. ეს არის სამართლიანი პროცესი და მოკლე გზა არ იქნება. ეს ნამდვილად მიღწევაა საქართველოსთვის, თუმცა ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს მუშაობა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი“, – განაცხადა რუტემ.