მარკ რუტე - კონფრონტაციის რისკი ყოველთვის უნდა შეამცირო იმით, რომ იყო ძლიერი, ეს არის, რაც ვისწავლეთ და ვსწავლობთ, მნიშვნელოვანია, რომ ვაპირებთ აღმოსავლეთ ფლანგზე ინვესტირებას
მარკ რუტე - კონფრონტაციის რისკი ყოველთვის უნდა შეამცირო იმით, რომ იყო ძლიერი, ეს არის, რაც ვისწავლეთ და ვსწავლობთ, მნიშვნელოვანია, რომ ვაპირებთ აღმოსავლეთ ფლანგზე ინვესტირებას

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს განცხადებით, ნატო-ს დღევანდელი სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს ერთიანობას და ერთიან ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად.

„მნიშვნელოვანია, რომ ვმართავთ დღეს ამ სამიტს. ეს არის შესაძლებლობა, რათა ვაჩვენოთ, რომ ნატო დაბრუნდა. სამწუხაროა ის, რაც ხდება – უკანონო აგრესია, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მაგრამ ჩვენ ვდგავართ ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ მძიმე იარაღის მიწოდებას უკრაინაში, სადაც საჭიროა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია და უკრაინასაც სჯერა, რომ ეს აუცილებელია. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აქ იყვნენ ჩვენი პარტნიორები აფრიკიდან, აზიიდან და ლათინური ამერიკიდან, რომ შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში. ასევე მნიშვნელოვანია ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის აქ ყოფნა, რაც აჩვენებს, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ“, – განაცხადა მარკ რუტემ.

მარკ რუტემ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალი სტრატეგიული სამომავლო გზის შეთანხმება მთლიანად ნატო-ს ტერიტორიისთვის.

„მნიშვნელოვანია ახალი სტრატეგიული სამომავლო გზის შეთანხმება მთლიანად ნატო-ს ტერიტორიისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შვედეთი და ფინეთი ნამდვილად შეუერთდებიან ნატო-ს. ჩვენ ვგეგმავთ რუსეთთან კონფრონტაციის შემცირებას, ჩვენ ვიქნებით მზად და კონფრონტაციის რისკი ყოველთვის უნდა შეამციროთ იმით, რომ იყოთ ძლიერი. ეს არის, რაც ვისწავლეთ 1980-იანი წლებიდან და ეს არის, რასაც ვსწავლობთ ისევ. ფაქტი, რომ ვაპირებთ აღმოსავლეთ ფლანგზე ინვესტირებას, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მარკ რუტემ.