მარკ რუტე – ირანში დონალდ ტრამპმა რაც გააკეთა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისრაელისთვის, რეგიონისა და ევროპისთვის

13:15, 08.07.2026

ირანში რაც თქვენ გააკეთეთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისრაელისთვის, რეგიონისა და ევროპისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„თქვენ რაც გააკეთეთ, ეს იყო ბირთვული შესაძლებლობების დაქვეითება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისრაელისთვის, რეგიონისა და ევროპისთვის. ირანის ბალისტიკური შესაძლებლობების დაქვეითება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისრაელისთვის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის. შემდეგ სცადეთ ამის მშვიდობიანად დასრულება“, – აღნიშნა მარკ რუტემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა „ნამდვილად შეძლო“ ევროპელი მოკავშირეების თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ წახალისება.

„მე ვიტყოდი, რომ ამ სავარძელში თქვენ გარეშე ეს არ მოხდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის დამსახურებაა, მაგრამ ასევე თქვენი დამსახურებაც. ასე რომ, მოიპოვეთ გამარჯვება. ის აქ არის“, – მიმართა რუტემ აშშ-ის პრეზიდენტს.

გრენლანდიასთან დაკავშირებით ნატოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უზრუნველყოფს წლის დასაწყისში დავოსში მიღწეული შეთანხმების „ეტაპობრივად განხორციელებას“.

ცნობისთვის, 2026 წლის იანვარში შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების ჩარჩოდოკუმენტს მიაღწიეს. ტრამპმა პირობა დადო, რომ ტერიტორიას ძალის ან ტარიფების გამოყენებით არ დაიპყრობს. მონახაზი გულისხმობს არქტიკაში ნატო-ს ფარგლებში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას, ასევე აშშ-ის პოტენციურ წვდომას კრიტიკულ მინერალებზე.

მსგავსი