მარკ რუტე - ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ „კვანტური ნახტომი“ უნდა გააკეთონ ნატო-ში თავიანთ შენატანებსა და შესაძლებლობებში, ამისთვის უმთავრესია გაცილებით მეტი ინვესტირება
მარკ რუტე - ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ „კვანტური ნახტომი“ უნდა გააკეთონ ნატო-ში თავიანთ შენატანებსა და შესაძლებლობებში, ამისთვის უმთავრესია გაცილებით მეტი ინვესტირება

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ევროკავშირსა და კანადას ალიანსის თავდაცვით ხარჯების გაზრდისა და „კვანტური ნახტომის“ განხორციელებისკენ მოუწოდებს.

როგორც რუტემ ყოველწლიური ანგარიში წარდგენისას აღნიშნა, ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ 2024 წელს ნატო-ს ბიუჯეტში 19.4%-ით მეტი ინვესტიცია განახორციელეს, ვიდრე წინა წელს, თუმცა, მისი თქმით, საჭიროა ამ ძალისხმევის კიდევ უფრო გაძლიერება.

„ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ „კვანტური ნახტომი“ უნდა გააკეთონ ნატო-ში თავიანთ შენატანებსა და შესაძლებლობებში, ამისთვის უმთავრესია გაცილებით მეტი ინვესტირება“, – განაცხადა რუტემ.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს აშშ-ის შენატანმა ნატო-ს თავდაცვით ხარჯებში 64% შეადგინა, ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის შენატანი კი 36% იყო. რაც შეეხება 2%-იან მაჩვენებელს, ალიანსის წევრი 32 ქვეყნიდან 22-მა შეიტანა ნატო-ს ბიუჯეტში მშპ-ის 2%-ის ოდენობის თანხა.

აღსანიშნავია, რომ აშშ ნატო-ს ბიუჯეტში 2%-იანი შენატანის 5%-მდე გაზრდას მოითხოვს.