მარკ რუტე – ევროპაში ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების შემცირება შეშფოთებას იწვევს, ომის შემთხვევაში ამან შესაძლოა, კონტინენტი მოწყვლად მდგომარეობაში ჩააყენოს

17:19, 25.09.2026

ევროპაში ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების შემცირება შეშფოთებას იწვევს – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ომის შემთხვევაში ევროპაში ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დეფიციტმა შესაძლოა, კონტინენტი მოწყვლად მდგომარეობაში ჩააყენოს.

„ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იხურება“, განაცხადა რუტემ და აღნიშნა, რომ ეს „დიდი შეშფოთების“ საგანია იმ ფონზე, როდესაც აშშ დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვას განიხილავს.

მსგავსი