მარკ რუტე – ევროკავშირის ქვეყნებისთვის ბიუჯეტში დამატებითი შენატანის თხოვნის ნაცვლად, ბრიუსელმა უნდა შეამციროს ხარჯები, ხანდახან საჭიროა ქამრების მოჭერა
epa08506676 Dutch Prime Minister Mark Rutte and Minister Hugo de Jonge of Health, Welfare and Sport (CDA) and sign interpreter Irma Sluis during the press conference after a consultation of the Ministerial Crisis Management Committee (MCCb) about the coronavirus, in The Hague, The Netherlands, 24 June 2020. EPA-EFE/BART MAAT
ევროკავშირის ქვეყნებისთვის თავის მრავალწლიან ბიუჯეტში დამატებითი შენატანის თხოვნის ნაცვლად, ბრიუსელმა უნდა შეამციროს ხარჯები. როგორც გამოცემა „ევროაქტივი“ წერს, ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.
ევროკავშირის ლიდერები სამიტზე გუშინ განიხილავდნენ ევროკომისიის თხოვნას, 2021-2027 წლების ბიუჯეტში 66 მილიარდი ევროს დამატებით შენატანზე, იმის ფონზე, როდესაც ევროკავშირი ცდილობს, გაუმკლავდეს ფინანსურ სირთულეებს, რაც დაკავშირებულია უკრაინის მხარდაჭერასთან, მიგრაციის მართვასა და პანდემიის შემდგომ აღდგენის გეგმისთვის სესხის ხარჯების ზრდასთან.
მარკ რუტემ აღიარა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის ზრდა, სავარაუდოდ, აუცილებელია, თუმცა მან მედიასთან განაცხადა, რომ ეს უნდა მოხდეს ევროკავშირის ბიუჯეტის შიგნით პრიორიტეტების შეცვლის გზით.
„ისევე, როგორც ეროვნულ ბიუჯეტში, ხანდახან საჭიროა ქამრების მოჭერა. ჩვენ იმავეს გაკეთება გვიწევს ნიდერლანდებში“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად არავინ ელოდება ბრიუსელისთვის საფულეების გახსნას ხარჯებზე დიდი ზემოქმედების პერიოდში.
ამავე დროს, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის დამატებით დაფინანსებას. რუტეს თქმით, ის ფიქრობს, რომ ამას ევროკავშირის ყველა წევრი ან უმრავლესობა უჭერს მხარს.