მარკ რუტე - ჩვენ სულ უფრო მეტად ვიხილავთ ნატო-ს, რომელსაც უფრო მეტად ევროპა უხელმძღვანელებს, მაგრამ ამავე დროს აშშ აბსოლუტურად ჩაბმული იქნება ამ ორგანიზაციაში
მარკ რუტე - ჩვენ სულ უფრო მეტად ვიხილავთ ნატო-ს, რომელსაც უფრო მეტად ევროპა უხელმძღვანელებს, მაგრამ ამავე დროს აშშ აბსოლუტურად ჩაბმული იქნება ამ ორგანიზაციაში

ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტად ვიხილავთ ნატო-ს, რომელსაც უფრო მეტად ევროპა უხელმძღვანელებს, მაგრამ ამავე დროს აშშ აბსოლუტურად ჩაბმული იქნება ამ ორგანიზაციაში, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

რუტეს მტკიცებით, ნატო-ს ხელმძღვანელობაში ევროპის ჩართულობა აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობითა და არსებული თავდაცვის დაგეგმვის პროცესის საფუძველზე გაკეთდება.

„მარკო რუბიო კარგი მეგობარია და ეჭვგარეშეა, რომ ის გააგრძელებს ევროპელებზე ზეწოლას, რათა მათ ნატო-ში ლიდერის როლი უფრო მეტად შეასრულონ, ის უფრო ევროპული ლიდერობით წარიმართოს. შესაბამისად, ჩემი მოლოდინია, რომ აშშ-ს ნატო-ში კიდევ უფრო მეტად ჩართულობა მხოლოდ დაეხმარება“, – აღნიშნა რუტემ.