მარკ რუტე - აშშ-ის პრეზიდენტი მართალია, რომ ევროპა არ ხარჯავს საკმარის თანხას თავდაცვაზე
აშშ-ის პრეზიდენტი მართალია, რომ ევროპა არ ხარჯავს საკმარის თანხას თავდაცვაზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, დავოსის ფორუმზე განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ნატო „კრიზისულ რეჟიმშია“ თავდაცვითი ხარჯების გაზრდის საჭიროებასთან დაკავშირებით.
მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის ყველა წევრი არ ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს თავდაცვაზე და მომდევნო თვეების განმავლობაში ყველა მოკავშირემ უნდა მიაღწიოს ორპროცენტიან მაჩვენებელს.
რუტემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ აქვს ვეტო იმაზე, ვინ გაწევრიანდება ნატო-ში მომავალში.
„მეტი უნდა დავხარჯოთ. ჩვენ ახლა, საშუალოდ, ვხარჯავთ აქ, ევროპაში ორ პროცენტს. გაცილებით მეტი უნდა იყოს. მე ვფიქრობ, დონალდ ტრამპი მართალია, რომ ჩვენ არასაკმარისს ვხარჯავთ. ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ის, რასაც აშშ ხარჯავს, მაგრამ, განსაკუთრებით აქ, ჩვენ უნდა მივხედოთ ინდუსტრიის ბაზას. ერთია, რასაც ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია აწარმოებს – და, სხვათა შორის, საკმარისად არ ვაწარმოებთ – მეორე, ინოვაციები. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ნელი ვართ ინოვაციებში. უკეთესი არის კარგის მტერი. ეს ყველაფერი უნდა იყოს სრულყოფილი“, – აღნიშნა მარკ რუტემ.