მარკ რუტე – ალიანსი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან, მაქვს კონტაქტები ამ ქვეყნების პრეზიდენტებთან და პრემიერებთან
epa08506676 Dutch Prime Minister Mark Rutte and Minister Hugo de Jonge of Health, Welfare and Sport (CDA) and sign interpreter Irma Sluis during the press conference after a consultation of the Ministerial Crisis Management Committee (MCCb) about the coronavirus, in The Hague, The Netherlands, 24 June 2020. EPA-EFE/BART MAAT
ჩვენ დღევანდელ შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნატო-ს სამიტი ეხება სიმტკიცეს, ეს გულისხმობს ნატო-ს სიმტკიცეს სანქციებთან დაკავშირებით, სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის კუთხით, ჰუმანიტარულ დახმარებას, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსმა ყველა შესაძლო ვარიანტზე უნდა იფიქროს, რაც შეიძლება, რუსეთმა გააკეთოს.
„დახმარება ასევე გულისხმობს სიმტკიცეს ნატო-ს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერების მიმართულებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და აღმოსავლეთ ფლანგის სხვა ქვეყნებში. ეს არის ასევე გადაწყვეტილების შეხვედრა, რომ ნატო ერთად დგას. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა შესაძლო ვარიანტზე, რაც შეიძლება რუსეთმა გააკეთოს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვამზადებთ ქიმიურ თავდასხმას, რაც სრული სიყალბეა და ეს მსოფლიოსთვის სრულიად ნათელი უნდა იყოს“, – განაცხადა რუტემ.
ამასთან, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრები მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატო-ს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებთან.
„ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენ პარტნიორებთან ნატო-ს გარეთ. რა თქმა უნდა უკრაინასთან, რომელიც რუსეთის აგრესიული თავდასხმის ობიექტია, ასევე მოლდოვასთან და საქართველოსთან. მე ჩემი მხრივ მაქვს კონტაქტები ამ ქვეყნების პრეზიდენტებთან და პრემიერ-მინისტრებთან. სიმტკიცე არის გადამწყვეტი სიტყვა დღევანდელ სამიტზე. ამავე დროს, ჩვენი შეფასებით, ჩვენ ვერ ვხედავთ რეცესიის ნიშნებს, თუმცა იქნება ეკონომიკური გავლენა. დღის წესრიგში ძალიან ბევრი საკითხია, რადგანაც ვართ მსოფლიო ისტორიაში უძლიერესი სამხედრო ალიანსი, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველა სახის შესაძლო შემთხვევისთვის“, – განაცხადა მარკ რუტემ.