მარკ რუტე აცხადებს, რომ სურს, განიხილოს გზები, რათა უკრაინა ძლიერ პოზიციაში აღმოჩნდეს რუსეთთან სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის
მარკ რუტე აცხადებს, რომ სურს, განიხილოს გზები, რათა უკრაინა ძლიერ პოზიციაში აღმოჩნდეს რუსეთთან სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, სურს, განიხილოს გზები, რათა უკრაინა ძლიერ პოზიციაში აღმოჩნდეს რუსეთთან სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ რუტემ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთნ შეხვედრის დროს განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განმარტებით, მას ასევე სურს, შეისწავლოს უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების გზები და უზრუნველყოს მისი მზადყოფნა რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის.

„დღის წესრიგში მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს იმის უზრუნველყოფა, რომ პრეზიდენტი და მისი გუნდი, უკრაინა, იყვნენ საუკეთესო პოზიციაში იმ დღისთვის, როდესაც ისინი გადაწყვეტენ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას“, – განაცხადა მარკ რუტემ.

მარკ რუტემ ყურადღება გაამახვილა უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად ყოვლისმომცველი დახმარების საჭიროებაზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და სხვა სისტემების მიწოდებაზე.