მარკ რუტე აცხადებს, რომ ნატო ახალ სადაზვერვო თვითმფრინავებსა და დრონების ფლოტს შეიძენს
ნატო ახალ სადაზვერვო თვითმფრინავებსა და დრონების ფლოტს შეიძენს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, ალიანსის სამიტის გახსნის დროს თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა.
რუტეს თქმით, ალიანსი შეიძენს 10 Saab Globaleye-ის ტიპის სათვალთვალო თვითმფრინავს, რათა ჩაანაცვლოს ამჟამინდელი მოძველებული საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის (AWACS) ფლოტი.
შვედური მწარმოებელი Saab-ი ამერიკული ფირმის, Boeing-ის მიერ აგებული პოპულარული და ხშირად გამოყენებული თვითმფრინავის ალტერნატივას წარმოადგენს. ნატო-ს ფლოტს პირველად დაემატება ხუთი Triton-ის მაღალი სიმაღლის სათვალთვალო დრონი, რომლებიც Northrop Grumman-მა შექმნა.
რუტეს თქმით, წევრი სახელმწიფოები: ნორვეგია, ფინეთი, გერმანია და დანია ხელს მოაწერენ შესყიდვის განზრახვის წერილს. გარდა ამისა, ალიანსი Airbus A400M ტიპის თვითმფრინავების სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების ფლოტს შექმნის.