მარკ რუტე აცხადებს, რომ ჰიბრიდულ თავდასხმებზე რეაგირებისთვის ნატო-ს როგორც ხილული, ასევე უხილავი ვარიანტები აქვს
ნატო-ს აქვს „ვარიანტები“ ჰიბრიდულ თავდასხმებზე რეაგირებისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი თავდასხმები „გავლენას ახდენს“, თუმცა ალიანსს აქვს რეაგირების ყველანაირი ვარიანტი – ხილულიც და უხილავიც.
მარკ რუტეს თქმით, თუ არსებობს რუსეთის გარკვეულ ინციდენტებში მონაწილეობის მტკიცებულება, მნიშვნელოვანია ამის შესახებ საჯაროდ საუბარი, როგორც ეს ესტონეთმა გააკეთა.
ამასთან, მისივე თქმით, ნატო მოქმედებს პრინციპით – „შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავაგრძელოთ მოქმედება“.
„ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და მათ ეს იციან“, – აღნიშნა მარკ რუტემ.