მარკ კუკურელია – თუ ესპანეთი ფინალს მოიგებს, ნაკრებში კარიერას დავასრულებ #1TVSPORT

00:53, 18.07.2026

ესპანეთის ნაკრების მცველმა, მარკ კუკურელიამ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კარიერულ გეგმებზე ილაპარაკა.

„თუ ესპანეთი მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს, მომდევნო დღეს დავურეკავ ლუის დე ლა ფუენტეს და დავასრულებ კარიერას ეროვნულ გუნდში. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მოგების შემდეგ უფრო მეტის ნატვრა შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა 27 წლის ფეხბურთელმა.

ფინალი ესპანეთსა და არგენტინას შორის 19 ივლისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

მსგავსი