მარკ კლეიტონი – ვაქცინაციის დაწყება პანდემიასთან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი მიღწევაა
ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი საქართველოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებას ეხმაურება.
ელჩის განმარტებით, ვაქცინაციის დაწყება პანდემიასთან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი მიღწევაა.
„საქართველოში „კოვაქს“ პლატფორმის მეშვეობით „კოვიდ-19“-ის ვაქცინების პირველი დოზა ჩამოვიდა. „კოვაქსის“ მიზანია, ვაქცინები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთი „კოვაქსის“ უმსხვილესი კონტრიბუტორია. ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“, – წერს საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე.
საქართველოში COVAX პლატფორმის მეშვეობით კოვიდ 19-ის ვაქცინების პირველი დოზა ჩამოვიდა. COVAX-ის მიზანია, ვაქცინები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთი COVAX-ის უმსხვილესი კონტრიბუტორია. ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში https://t.co/RaelYZhJKD
— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) March 15, 2021