მარკ კლეიტონი - ვაკვირდებით ინციდენტს, დიდი ტრაგედიაა, როდესაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, სამძიმარს ვუცხადებთ პოლონელ ხალხს 
მარკ კლეიტონი - ვაკვირდებით ინციდენტს, დიდი ტრაგედიაა, როდესაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, სამძიმარს ვუცხადებთ პოლონელ ხალხს 

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტების შესახებ აცხადებს, რომ ინციდენტს აკვირდებიან.

მარკ კლეიტონმა პოლონელ ხალხს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დიდი ტრაგედიაა, როდესაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან.

„პირველ რიგში, ჩვენ ვაკვირდებით ინციდენტს და რა თქმა უნდა, ამ პროცესში მთავარ როლს პოლონეთის მთავრობა თამაშობს. ვფიქრობ, დიდი ტრაგედიაა, როდესაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. სამძიმარს ვუცხადებთ პოლონელ ხალხს. ასევე, უნდა ვთქვა, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა, რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო. ამის მიზეზი არის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი. რუსეთის შეჭრის გამო უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. კარგი იქნება, რომ რუსეთმა შეძლებისდაგვარად სწრაფად გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის საზღვრიდან ექვს კილომეტრში მდებარე სოფელში რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.