მარკ კლეიტონი ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი ეხმაურება და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„დილით „ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისის სცენებით შოკირებული ვარ. თბილისში ძალადობა და ქაოსი არის ბოლო რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და უახლოეს დღეებში“ – წერს, ბრიტანელი დიპლომატი სოციალურ ქსელ, „თვითერში.“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დააკავეს.
Shocked by the scenes at UNM headquarters this morning. Violence and chaos in Tbilisi are the last thing Georgia needs right now. I urge all sides to act with restraint, now and in the coming days. @UKinGeorgia
— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) February 23, 2021