მარკ კლეიტონი - სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარება ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, მოვუწოდებთ ყველას, იპოვონ გამოსავალი ამ სიტუაციიდან
მარკ კლეიტონი - სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარება ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, მოვუწოდებთ ყველას, იპოვონ გამოსავალი ამ სიტუაციიდან

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ძალიან მკაფიოა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშებს, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარება ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას.

„მუდმივად ვახსენებთ საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარება ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. მოვუწოდებთ ყველას, იპოვონ გამოსავალი ამ ვითარებიდან“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.