მარკ კლეიტონი – ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კავშირები, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და ერთობლივ ხედვებზეა დაფუძნებული, ძლიერია, როგორც არასდროს

13:20, 27.04.2022

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი საქართველოსა და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს ეხმაურება.

როგორც მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელში წერს, ბრიტანეთ-საქართველოს ურთიერთობები ძლიერია, როგორც არასდროს.

„30 წლის წინ დღევანდელ დღეს გაერთიანებულმა სამეფომ და საქართველომ აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენს შორის კავშირები, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და ერთობლივ ხედვებზეა დაფუძნებული, ძლიერია, როგორც არასდროს. გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს წინ ნათელი მომავალი აქვთ. ვამაყობ, რომ ასეთ დროს ვარ მისი უდიდებულესობის ელჩი საქართველოში“ – წერს მარკ კლეიტონი „ტვიტერზე“.

მსგავსი