მარკ კარნი - უკრაინის მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგ ტალღას ამზადებენ
მარკ კარნი - უკრაინის მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგ ტალღას ამზადებენ

უკრაინის მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ ტალღას ამზადებენ, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.

როგორც კარნიმ აღნიშნა, სანქციების ახალი ტალღა რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე უკრაინასთან ომის დასრულებისთვის ზეწოლის კამპანიის ნაწილია.

„უკრაინას მხარდაჭერა სჭირდება, მას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ძლიერი და სანდო გარანტიები. სწორედ ამიტომ არის კანადა მსურველთა კოალიციაში. ბატონი პუტინი ამ ომის მიზეზია. ის მკვლელობების მიზეზია, ის ვერ გვიკარნახებს მშვიდობისთვის პირობებს”, – განაცხადა კარნიმ.