მარკ კარნი – უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის ისტორიის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში კანადა აძლიერებს მის მხარდაჭერას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის გზაზე
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევს ეწვია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის ისტორიის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში კანადა აძლიერებს მის მხარდაჭერასა და ძალისხმევას უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის გზაზე“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
კიევში ასევე ელოდებიან აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს.
Just arrived in Kyiv, Ukraine.
On this Ukrainian Independence Day, and at this critical moment in their nation’s history, Canada is stepping up our support and our efforts towards a just and lasting peace for Ukraine.
— Mark Carney (@MarkJCarney) August 24, 2025