მარკ კარნი – თავისუფალი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას არა რუსეთი, არამედ თავისუფალი ევროპა და ნატო განსაზღვრავენ
თავისუფალი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას თავისუფალი ევროპა და ნატო განსაზღვრავენ და არა რუსეთი, მინსკის შეთანხმების განმეორებით, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.
მისი თქმით, კანადა ნატო-ს წევრია და ალიანსის არცერთ სხვა წევრს არასდროს მიატოვებს.
„ლატვიაში 2 500 ჯარისკაცი გვყავს და იქაურ ბრიგადას ჩვენ ვხელმძღვანელობთ. რუსეთს ბუფერულ ზონას არ ვაჩუქებთ. თქვენ ისტორია იცით“, – აღნიშნა კანადის პრემიერმა.
ამასთან, ჟურნალისტმა კარნის ჰკითხა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმზე ერთობლივ ფოტოს გადაღებაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად.
„დიახ, ფოტოს გადაღებაში მონაწილეობას მივიღებ, მასპინძლის პატივისცემის გამო“, – უპასუხა მარკ კარნიმ.