მარკ კარნი – კანადა აშშ-თან სტაბილური სავაჭრო ურთიერთობის მიღწევას ცდილობს
კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, კანადა აშშ-თან უფრო სტაბილური სავაჭრო ურთიერთობის მიღწევას ცდილობს.
კარნიმ უარყოფითად შეაფასა იდეა, რომ სავაჭრო ომში სარგებლის მისაღებად კანადამ აშშ-ს ნავთობის მიწოდება შეუზღუდოს. მისი შეფასებით, ეს კანადის რეპუტაციას დააზარალებს.
„კანადელები საიმედონი არიან. ჩვენ ბევრი საექსპორტო პროდუქტი და საქონელი გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქონელი, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანიც, ნდობაა. საქონლის თუ მომსახურების მთავარი მიმწოდებელი როცა ხარ, ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდე, ვიდრე მიწოდებას შეაჩერებ“, – აღნიშნავს კანადის პრემიერი.
კანადა შეერთებულ შტატებში ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.