მარკ კარნი აცხადებს, რომ ვაშინგტონთან სავაჭრო მოლაპარაკებები მას შემდეგ განახლდება, რაც ამერიკელები კანადაზე დამცინავ განცხადებებს შეწყვეტენ და საკითხს სერიოზულად მიუდგებიან

09:31, 02.09.2026

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, შეწყვიტოს კანადის მიმართ დამცინავი პოსტების გამოქვეყნება და აგრესიული რიტორიკა.

„შეწყვიტეთ დამცინავი განცხადებების გავრცელება, შეწყვიტეთ დაცინვა და ნუ ცდილობთ ძალის დემონსტრირებას“, – ასე მიმართა კარნიმ ტრამპს.

კითხვაზე, მზად არის თუ არა ოტავა ვაშინგტონთან სავაჭრო მოლაპარაკებების განახლებისთვის, კარნიმ განაცხადა:

„როდესაც ამერიკელები შეწყვეტენ დამცინავი განცხადებების გავრცელებას, შეწყვეტენ დაცინვას, ძალის დემონსტრირების მცდელობას და სერიოზულად მიუდგებიან ამ საკითხზე მოლაპარაკებებს, ჩვენც შევძლებთ მოლაპარაკებას. ეს კონსტრუქციული მიდგომა არ არის, მაგრამ ეს მათი დემოკრატიაა“.

მსგავსი