მარკ კარნი აცხადებს, რომ ოფიციალური ოტავა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებისთვის ხელმოწერაზე მზადყოფნას გამოთქვამს

20:57, 03.09.2026

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ოფიციალური ოტავა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმებისთვის ხელმოწერაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

მისი თქმით, ქვეყნებმა ისეთ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, რომელიც ორივესთვის სასარგებლო იქნება.

„შესაძლო შეთანხმება, რომელიც კანადელი მუშების, ოჯახებისა და ბიზნესის ინტერესებს ერგება. ასევე არის შეთანხმება, რომელიც ამერიკული ოჯახების, ამერიკული ბიზნესის, ამერიკელი მომხმარებლების ინტერესებშია. ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ და მივაღწიოთ ამ შეთანხმებას, როდესაც ამერიკელები მზად იქნებიან“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

კარნიმ აღნიშნა, რომ სავაჭრო შეთანხმებების მიმართ აშშ-ის მიდგომა შერბილებულია, რამაც შეიძლება, შემდგომი დისკუსიები გამოიწვიოს.

ცნობისთვის, ბოლო დროს აშშ-სა და კანადას შორის ურთიერთობები რამდენჯერმე დაიძაბა. უთანხმოება, ძირითადად, სავაჭრო ტარიფების დაწესებაზე მუშაობამ გამოიწვია, ხოლო მოგვიანებით დონალდ ტრამპის მიერ ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოსვლამ.

მსგავსი