მარკ კარნი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი კანადის 51-ე შტატად გადაქცევის საკითხზე აღარ ფიქრობს
მარკ კარნი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი კანადის 51-ე შტატად გადაქცევის საკითხზე აღარ ფიქრობს

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღარ ფიქრობს კანადის 51-ე შტატად გადაქცევის საკითხზე.

„სიენენის“ ჟურნალისტის კითხვაზე, კვლავ საუბრობს თუ არა დონალდ ტრამპი კანადის ანექსიის შესახებ, კარნიმ უპასუხა: „ არა, აღარ. ის აღფრთოვანებულია კანადით. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას სურდა კანადა“.

კარნიმ ასევე ისაუბრა ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის თავდაცვითი ხარჯების გაზრდის შესახებ.

„პრეზიდენტი ფოკუსირებულია ორმხრივი ურთიერთობების შეცვლაზე. ჩვენ ვართ ნატო-ში. ის ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ ყველა წევრმა, კანადის ჩათვლით, გადაიხადოს თავისი წილი. ვფიქრობ, ახლა ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა კანადის პრემიერ მინისტრმა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზეც და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი პრიორიტეტი უნდა იყოს ძირითადი საკითხების მოგვარება, ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების სრული აღდგენა და მძევლების გათავისუფლება.