მარკ ფეიგინი - ჩვენ გვაქვს მიხეილ სააკაშვილის დახმარების გეგმა, მაგრამ დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაქციას, თუ არაფერი მოხდება, დავიწყებთ მოქმედებას
მარკ ფეიგინი - ჩვენ გვაქვს მიხეილ სააკაშვილის დახმარების გეგმა, მაგრამ დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაქციას, თუ არაფერი მოხდება, დავიწყებთ მოქმედებას

ჩვენ გვაქვს  მიხეილ სააკაშვილის დახმარების გეგმა, მაგრამ დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაქციას, – ამის შესახებ რუსი ბლოგერი და უფლებადამცველი მარკ ფეიგინი სოციალურ ქსელში წერს.

რუსი უფლებადამცველი მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მიწერილ წერილსაც აქვეყნებს.

„მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხის საავადმყოფოდან. თუ არაფერი გაკეთდება, მიხეილ ნიკოლაევიჩი დაიღუპება“, – წერს მარკ ფეიგინი „ტვიტერში“.

კიდევ ერთ პოსტში კი მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის დახმარების გეგმაზე საუბრობს.

„ჩვენ გვაქვს  მიხეილის დახმარების გეგმა, მაგრამ დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაქციას. თუ არაფერი მოხდება, მაშინ ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას. მაგრამ ყველა უნდა იყოს ჩართული ამ გეგმაში“, – წერს ფეიგინი „ტვიტერში“.

მარკ ფეიგინისთვის მიწერილ წერილში სააკაშვილი წერს, რომ პუტინმა მისი მოკვლის ბრძანება გასცა და ის მოწამლეს.

„პუტინმა ნამდვილად გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა ზუსტად დაადგინეს, რომ მე ციხეში მომწამლეს და ყველა ჩემი სიმპტომის გამომწვევი ეს გახდა. ვცდილობ, გავუძლო“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელსაც მარკ ფეიგინი აქვეყნებს.