მარკ ესპერი - თურქმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ გაქცეული წევრების ნაწილი დააკავეს
მარკ ესპერი - თურქმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ გაქცეული წევრების ნაწილი დააკავეს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ინფორმაციით, თურქმა სამხედროებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გაქცეული წევრების ნაწილი დააკავეს. ამის შესახებ მაკრ ესპერმა ნატო-ს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის ინფორმაციით თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გაქცევა 100-მა ტერორისტმა მოახერხა. მისივე თქმით, მათგან რამდენის დაკავება მოახერხეს თურქმა სამხედროებმა აშშ-ისთვის უცნობია.

„თურქეთის თავდაცვის მინისტრმა დამიდასტურა, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი „ისლამური სახელწმიფოს“ წევრები პატიმრობაში რჩებიან. ზოგიერთი გაქცული წევრი ხელახლა დააპატიმრეს. დანარჩენი დეტალები თურქეთის თავდაცვის მინისტრს უნდა კითხოთ. ჩვენი ინფორმაციით ციხეებიდან 100 ტერორისტი გაიქცა. რამდენიმე მათგანის დაკავება მოახერხეს, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაქვს, თუმცა ვიცით რომ ნაწილი დაკავებულია“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

მისივე თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია აქვს კონტაქტი „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ და ქურთი მებრძოლები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. „ისლამური სახელმწიფოს“ დაპატიმრებული წევრები რჩებიან ციხეებში.

დატოვე კომენტარი