მარკ ესპერი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ყასემ სოლეიმანი აშშ-ის ოთხ საელჩოზე გეგმავდა თავდასხმას
მარკ ესპერი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ყასემ სოლეიმანი აშშ-ის ოთხ საელჩოზე გეგმავდა თავდასხმას

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი აშშ-ის ოთხ საელჩოზე გეგმავდა თავდასხმას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში გასულ კვირას გააკეთა განცხადება, რომ ირანი აშშ-ის ოთხ საელჩოზე გეგმავდა თავდასხმას. მარკ ესპერის თქმით, ეს იყო პრეზიდენტის ვარაუდი.

3 იანვარს აშშ-ის დარტყმას ბაღდადის აეროპორტთან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალური დანიშნულების ძალების მეთაური, გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა. საპასუხოდ, თეირანმა 8 იანვარს სარაკეტო იერიში მიიტანა ერაყში განთავსებულ ორ ბაზაზე, რომელზეც ამერიკელი სამხედროები არიან დისლოცირებულნი.

დატოვე კომენტარი