მარკ ცუკერბერგი პლანეტის ყველაზე მდიდართა სამეულშია 
მარკ ცუკერბერგი პლანეტის ყველაზე მდიდართა სამეულშია 

სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სამეულში მოხვდა. მონაცემებს Bloomberg-ი ავრცელებს. დღეისთვის, ცუკერბერგის ქონება 81,6 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.

მესამე ადგილზე მყოფ მარკ ცუკერბერგს ყველაზე მდიდართა სიაში უსწრებენ Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი, 94,2 მილიარდით და Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, 142 მილიარდით.

იანვარში ცუკერბერგის ქონება 74,4 მილიარდს შეადგენდა და „ფეისბუქთან“ დაკავშირებული სკანდალის გამო, იმ დროისთვის სამი მილიარდით იყო დაკლებული. სკანდალი სოციალური ქსელის მომხმარებელების პირადი ინფორმაციის გაჟონვას უკავშირდებოდა, რის გამოც, რეკლამის დამკვეთები Facebook-თან თანამშრომლობის გაწყვეტით იმუქრებოდნენ.