მარკ ცუკერბერგი – ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეკავდნენ და უყვიროდნენ „მეტას“ თანამშრომლებს, ითხოვდნენ ცენზურას პოსტებზე, სადაც კოვიდვაქცინის გვერდით მოვლენებზე იყო საუბარი

11:32, 11.01.2025
WASHINGTON, DC – JANUARY 31: Mark Zuckerberg, CEO of Meta testifies before the Senate Judiciary Committee at the Dirksen Senate Office Building on January 31, 2024 in Washington, DC. The committee heard testimony from the heads of the largest tech firms on the dangers of child sexual exploitation on social media. (Photo by Alex Wong/Getty Images)

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეკავდნენ და უყვიროდნენ „მეტას“ თანამშრომლებს, ითხოვდნენ ცენზურას, – ამის შესახებ კომპანია „მეტას“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანთან პოდკასტში განაცხადა.

როგორც ცუკერბერგმა აღნიშნა, „მეტას“ პლატფორმაზე გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნება რთული იყო, რადგან ბაიდენის ადმინისტრაცია კოვიდპანდემიის ფონზე ზეწოლას ახორციელებდა.

„მეტას“ დამფუძნებლის განცხადებით, ვაქცინის პროგრამის გაშვების დროს ბაიდენის ადმინისტრაცია მოითხოვდა ცენზურის დაწესებას ისეთ პოსტებზე, რომლებშიც კოვიდვაქცინის გვერდით მოვლენებზე იყო საუბარი.

ცუკერბერგმა პოდკასტში ასევე ისაუბრა სამთავრობო ცენზურაზე. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეკავდნენ „მეტას“ გუნდის წევრებთან, ყვიროდნენ და იგინებოდნენ. მისი თქმით, ეს დეტალები აღნიშნული და გამოქვეყნებულია კონგრესის მიერ ჩატარებული გამოძიების დოკუმენტებში. ცუკერბერგის თქმით, კონფლიქტი მის კომპანიასა და მთავრობას შორის მივიდა იმ წერტილამდე, სადაც „მეტას“ გუნდმა თქვა, რომ არ წაშლიდნენ იმას, რაც სიმართლეა.

მსგავსი