მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქის“ მომხმარებლებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის

07:49, 05.10.2021

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მომხმარებლებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის. ამის შესახებ მანდ „ფეისბუქში“ დაწერა.

„ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“, „ვოთსაპი“ და „მესენჯერი“ ბრუნდება. ბოდიშს გიხდით დღევანდელი შეფერხებისთვის – მე ვიცი, თუ რამდენად ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ დარჩეთ დაკავშირებული ადამიანებთან, რომლებზეც ზრუნავთ“, – წერს მარკ ცუკერბერგი.

უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ თითქმის შვიდსაათიანი გათიშვის შემდგომ მუშაობა აღადგინა. მასშტაბური ხარვეზის გამო, „ფეისბუქის“, „ვოთსაპისა“, „მესენჯერის“ და „ინსტაგრამის“ სერვისები მომხმარებელთათვის მსოფლიოს მასშტაბით მიუწვდომელი იყო.

მსგავსი