მარკ ცუკერბერგი ევროპარლამენტის წევრების შეკითხვებს სავარაუდოდ მომავალ კვირას უპასუხებს
მარკ ცუკერბერგი ევროპარლამენტის წევრების შეკითხვებს სავარაუდოდ მომავალ კვირას უპასუხებს

სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გაჟონვის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანი ავრცელებს.

„ფეისბუქის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მიიიღო ჩვენი მოწვევა და ჩამოვა ბრიუსელში რაც შეიძლება მალე, ვიმედოვნებ, უკვე მომავალ კვირას პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებთან, სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მომხსენებელთან შესახვედრად”, – ნათქვამია ტაიანის განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ავრცელებს.

„ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ სრულ და დეტალურ განმარტებებს”, – აღნიშნავს ევროპარლამენტის თავმჯდომარე.

ტაიანიმ ევროპარლამენტში მისვლაზე ცუკერბერგის თანხმობას ნდობის აღსადგენად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

ანონიმური წყაროს ცნობით, ცუკერბერგის ევროპარლამენტში მისვლის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

შეგახსენებთ, რომ მარ ცუკერბერგს ევროპელი დეპუტატების კითხვებზე პასუხების გაცემა ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანიმ სთხოვა. თუმცა თავდაპირველად კომპანიამ დეპუტატებს ევროპარლამენტში მოსმენაზე “ფეისბუქის” ვიცე-პრეზიდენტის ჯოელ კაპლანის გაგზავნა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

საქმე, რომელთან დაკავშირებითაც ცუკერბერგს ახნაგანმარტებების მიცემა მოუწევს, ბრიტანულ კომპანია Cambridge Analitica-ს გარშემო აგორებულ სკანდალს ეხება, რომლის მიხედვითაც Facbook-ის მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ბოროტად გამოიყენეს. მათ შორის იყვნენ ევროკავშირის მოქალაქეებიც.
ამავე საქმეზე ცუკერბერგმა უკვე მისცა ჩვენება აშშ-ის კონგრესში.