მარკ ცუკერბერგი ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან დღეს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს
მარკ ცუკერბერგი ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან დღეს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

კომპანია „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან დღეს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს. განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის ახალი ციფრული პოლიტიკაა.

უახლოეს დღეებში ევროკომისიამ ხელოვნური ინტელექტის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა უნდა წარადგინოს, რომლითაც ინტერნეტკომპანიებისთვის ახალი წესები და რეგულაციები იქნება გათვალისწინებული.

როგორც ცნობილია, მარკ ცუკერბერგი შეხვდება კონკურენციისა და ციფრულ საკითხებში ევროკომისარს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მარგრეტე ვესტაგერს.

როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარკ ცუკერბერგს ბრიუსელში „წითელი ხალიჩით“ დახვდებიან, რადგან არსებობს კითხვები „ფეისბუქის“ მიერ პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით. თუმცა არის შანსი, რომ ეს ვიზიტი ბრიუსელში მისთვის უფრო სასიამოვნო იყოს, ვიდრე წინა, როდესაც მას კონფიდენციალურობის საკითხებზე ევროპარლამენტის წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ბრიუსელში მოლაპარაკებები უკვე გამართეს „გუგლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიშაიმ, ასევე „ეფლის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ჯონ ჯიანანდრეამ.

დატოვე კომენტარი