მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა
მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბაქრაძის ქუჩასთან. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაშავებულია მცირეწლოვანი ბავშვი და მისი დედა.

მომხდარის შემდეგ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დაშავებული ბავშვის მამასა და მეორე ავტომობილის მძღოლს შორის. მძღოლი სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.