მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის სპექტაკლის „კინო-თეატრში“ პრემიერა გაიმართება
მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის სპექტაკლის „კინო-თეატრში“ პრემიერა გაიმართება

მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის სპექტაკლის „კინო-თეატრში“ პრემიერა დღეს გაიმართება.

სპექტაკლში მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ასევე თითების თეატრისა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები.

სინოფსისი ბასა ჯანიკაშვილს ეკუთვნის.

სიუჟეტი სიყვარულზეა აგებული, რომელსაც თან ახლავს წინააღმდეგობა, ახდენილი და აუხდენელი ოცნებები.

სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.