მარჯანიშვილის თეატრი სეზონს 30 ივნისს დახურავს

11:08, 15.06.2018

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი  სეზონს 30 ივნისს დახურავს. ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს. სეზონის ბოლო წარმოდგენა იქნება ლევან წულაძის სპექტაკლი „სამსახური ანუ ზაფხულის ღამის სიზმარი“

„ადამიანები 21-ე საუკუნეში უმეტეს დროს სამსახურში ვატარებთ. თანამშრომლები ოჯახის წევრებად გადაიქცნენ და ჩვენი განუყოფელი ნაწილი არიან. ყურადღებას და ენერგიას უამრავ ადამიანს ვუნაწილებთ. სამსახურში გვიყვარს, განვიცდით, ვგულშემატკივრობთ, ვოჯახდებით, ვშორდებით. ჩვენი ცხოვრება სიზმრებივით იცვლება, რომელიც სამსახურის ფანჯრებს მიღმა გადის“,- ასე ეხმაურება რეჟისორი თავის ახალ ნამუშევარს.

მსგავსი